მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ ვაქცინების ყველა დოზას ვუფრთხილდებით" - გამყრელიძე ვაქცინის დანაკარგზე

6052696d83fdd
თამთა ჯიჯავაძე
18.03.21 00:37
1003
ჩვენ ვაქცინების ყველა დოზას ვუფრთხილდებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

"ვაქცინაციის პროცესში დასაშვებია 15%-იანი დანაკარგი, ანუ ჩვენ რომ ვამბობთ რომ წელს უნდა ავცრათ 1 700 000 ადამიანი, ორჯერადი აცრისთვის 3,4 მლნ დოზაა საჭირო, მაგრამ უნდა ვიყიდოთ 3,9 მლნ დოზა, რათა ვიანგარიშოთ 15%-იანი დანაკარგი. თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ ეს დანაკარგი 3-4%-მდე დავიყვანოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, ვაქცინაციის მეორე დღეს სამი დოზის ოდენობის დანაკარგი დაფიქსირდა, მესამე დღეს კი ცოტა უფრო მეტი. ცნობისთვის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ფლაკონში 10 ადამიანის სამყოფი დოზაა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ხვალ იქნება მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოში იქნება იმასთან დაკაშირებით, თუ როგორ შეიძლება მინიმუმადე იქნეს დაყვანილი დანაკარგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები