მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი მისია საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანაა“ – UGT-ის გენერალური დირექტორი

63a082d4b7afe
თინათინ ნატმელაძე
19.12.22 19:39
606
"ჩვენი მისია საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანაა,“ - ამის შესახებ ციფრული ტექნოლოგიების კომპანიის, UGT-ის გენერალურმა დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა, ერმილე სულაძემ "Forbes კვირა’’-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, UGT-ის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორც კერძო ისე სახელმწიფო ორგანიზაციებში დანერგვა.

„UGT 1997 წელს დაფუძნდა, მაშინ, როდესაც საქართველოში კომპიუტერული ტექნიკა ძირითადად რუსეთიდან შემოჰქონდათ. ჩვენ კი თავიდანვე ამერიკიდან შემოტანა დავიწყეთ, ეს თავიდან არაავტორიზებული გზით ხდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „კომპაქტთან“ კონტრაქტი არ გვქონდა, თუმცა მალევე, იმავე წელს, მივიღეთ ოფიციალური კონტრაქტი და მათი საქართველოში მათი პარტნიორი გავხდით. ამჟამად კი მსოფლიოს უამრავი წამყვანი კომპანიის პარტნიორები ვართ - Microsoft, Oracle, IBM, HP, Dell, Bosch და ა.შ. ახლა UGT არის დიდი ქართული კომპანია, რომელიც ბიზნესს ტექნოლოგიების მიმართულებით აკეთებს. ეს პირველ რიგში არის IT და ამასთანავე სხვა მონათესავე ტექნოლოგიები. წამყვანი კომპანიაა ბევრი მიმართულებით და ჩვენი მისიაა, რომ საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიები, ცოდნა და განათლება შემოვიტანოთ, შემდეგ კი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში დავნერგოთ, “ - განაცხადა ერმილე სულაძემ.

რაც შეეხება გამოწვევებს, მისი თქმით, ერთ-ერთი 2008 წლის კრიზისს უკავშირდებოდა.

„თავდაპირველად კომპიუტერული სკოლა გვქონდა, შემდეგ პირველი დიდი გადაწყვეტილება მივიღეთ და კომერციულ საქმიანობაზე გადავედით, ეს საქმიანობა წარმატებულად მიდიოდა, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები გვქონდა "თიბისისთან", "ფილიპ მორისთან", "ბიპისთან" და ა.შ. თუმცა ამ საქმიანობას თან კრიზისებიც ახლდა - 98 წელს რუსეთში დეფოლტი გამოცხადდა, რაც საქართველოს მნიშვნელოვნად შეეხო, ჩვენ მაშინ ბიზნეს განათლება არ გვქონდა და ვერ ვხვდებოდით კლიენტები რატომ ქრებოდნენ. დროსთან ერთად ბევრ კრიზისთან გამკლავება გვიწევდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი 2008 წლის კრიზისი იყო, თუმცა ამ დიდმა პროცესებმა არამარტო UGT-ის, არამედ სხვა ბიზნესებს და მთლიანად საქართველოს ეკონომიკას ერთგვარი იმუნიტეტი გამოუმუშავა,“ - განმარტავს UGT-ის მმართველი პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები