მისი თქმით, საწვავის გაძვირება აძვირებს აბსოლუტურად ყველაფერს და მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად უმძიმებს მდგომარეობას.
"საწვავი 4 ლარი ღირს თქვენს გამო. თქვენი უნიათი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ლარი ორჯერ გაუფასურდა და შესაბამისად, ფასები გაიზარდა. დიახ, 2017 წელს თქვენ ორჯერ გაზარდეთ აქციზი საწვავზე, რამაც გამოიწვია გაძვირება. საწვავის გაძვირება, ავტომატურ რეჟიმში, იწვევს ყველაფრის გაძვირებას“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.