მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცივის ყველის" სულგუნი და იმერული ისრაელში ექსპორტისთვის ემზადება

61e14948bfdd0
მარიამ იზორია
15.01.22 20:50
1850
“ცივის ყველის” პროდუქტი ისრაელის ბაზარზე შესასვლელად ემზადება. საუბარია კომპანიის იმერულ ყველსა და სულგუნზე, რომელსაც კომპანია ისრაელში გაყიდის.

bm.ge-სთან საუბარში “ცივის ყველის” დამფუძნებელი გოჩა ღაღაშვილი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის პარტნიორთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სავარაუდოდ, კომპანია ისრაელში თვეში 3 ტონა ყველს გაიტანს.

“ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესში ვართ და ექსპორტთან უკვე ძალიან ახლოს ვართ. ისრაელს ხარისხის კუთხით მაღალი მოთხოვნები აქვს და დიდი ალბათობით ჩვენ მათ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ. რაც შეეხება მოცულობას, როგორც პარტნიორებმა გვითხრეს, სურთ, რომ თვეში 3 ტონა სულგუნი და იმერული ყველი გავუგზავნოთ. გარდა ამისა, დაინტერესება სხვა ქვეყნებიდანაც არის, ველოდებით შედეგებს” - განმარტავს “ცივის ყველის” დამფუძნებელი.

“ცივის ყველის” წარმოება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მიმდინარეობს. კომპანია თვეში 15 ტონა ყველს გადაამუშავებს და 12 სახეობის პროდუქტს აწარმოებს. “ცივის ყველი” გარდა ადგილობრივი ბაზრისა, თვეში 1 ტონა ყველს აშშ-შიც ყიდის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები