მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"COVID-19-ს ყველა ვერ მოიხდის... ეს არაადამიანური მიდგომაა" - ხათუნა ზახაშვილი

5fa7bde0c9a7f
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.20 14:40
1637
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, COVID-19-ის სიმძიმე არის იმაში, რომ ეს ვირუსი სახადად არ განიხილება და ყველა ადამიანი ამ დაავადებას ვერ მოიხდის. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

ხატუნა ზახაშვილი ამბობს, რომ მთავრობისა და ეპიდემილოგების მცდელობა შეაჩერონ დაავადების სწრაფი გავრცელება მიმართულია იქით, რომ COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა რაც შეიძლება ნაკლები იყოს. ხათუნა ზახაშვილი მიიჩნევს რომ „ჯოგური იმუნიტეტის“ პრინციპით მოქმედება ამ ვირუსთან მიმართებით არაადამიანურია.

„ამ დაავადების ვერაგობა იმაშია, რომ ეს სახადად ვერ განიხილება. როგორც ეპიდემილოგი ვთვლი, რომ ყველა ამ დაავადებას ვერ მოიხდის, ხოლო როგორც საზოგადოების წევრი ვთვლი, რომ ეს არაადამიანური მიდგომაა, რადგან ამის უკან წართმეული სიცოცხლეა... არ შეიძლება განვიხილოთ ჩემი გადარჩენი ხარჯზე სხვისი სიკვდილის ალბათობა. ამიტომ, მიმაჩნია, ამ გზით არ უნდა წავიდეს საზოგადოება და დღეს როდესაც ირჩევენ გზას, რომ როგორმე შეაჩერონ დაავადების სწრაფი გავრცელება, სწორედ იმ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისთვის არის ეს მიმართული“, - განაცხადა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყნებში, რომლებმაც „ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავების პრინციპით დაავადებასთან გამკლავება სცადეს, დანაკარგი ძალიან დიდია. ეპიდემიოლოგმა ტერმინი „ჯოგური იმუნიტეტი“ განმარტა და აღნიშნა, რომ ვეტერინარიიდან ამ ტერმინის გადმოტანა არასწორია.

„თუ წარმოვიდგენთ, რომ საზოგადოება ცხოვრობს კუნძულზე და მასში არავინ შედის და გამოდის, იქ რომ კოვიდ-19 გავრცელდეს ნაწილს მოკლავს, ნაწილი გადაიტანს და ალბათ დარჩება იმუნიტეტი, ნაწილს კი საერთოდ არ შეეხება და გაჩერდება დაავადება. და როგორც კი მიგრაცია დაიწყება იგივე განმეორდება“, - განმარტა ხათუნა ზახაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით 9 ნოემბრიდან, ქვეყნის 7 დიდ ქალაქში - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით იზღუდება.

8 ნოემბრისთვის განახლებული არსებული სტატისტიკით კი ქვეყანში COVID-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე 475 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები