მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცუდი არ იქნება" - დავით ნარმანია ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის იდეაზე

61cdbdccd18c6
დავით ჯალაღონია
02.01.22 12:40
1309
ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ, კერძო სექტორის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები პერიოდულად აჟღერებენ ინიციატივას ამ სახელმწიფო უწყების აღდგენის შესახებ.

სამინისტროს აღდგენის მომხრეები აცხადებენ, რომ "ნამახვანჰესის" ორგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე, ენერგეტიკაში დაგროვილმა პრობლემებმა ნათლად აჩვენა დარგობრივი უწყების საჭიროება.

საჭიროა, თუ არა ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენა, ამ კითხვით BMG-მ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას მიმართა.

"თუ ენერგეტიკის სამინისტრო იქნება ცალკე, ასეთ შემთხვევაში ერთი სამინისტრო იქნება ერთ მიმართულებაზე პასუხისმგებელი, მათ შორის ენერგეტიკის ნაწილში ინვესტორებთან მოლაპარაკებაზე, მათ შორის, დარგის პოლიტიკის განსაზღვრაზე და ა.შ. და შესაბამისად, ეს არის მთავარი არგუმენტი, რასაც ამბობენ ენერგეტიკის მიმართულების ექსპერტები და სპეციალისტები, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს გაუქმდა და მისი ფუნქციები ეკონომიკის სამინისტრომ შეითავსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები