მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დადგენილი წესის დარღვევით ციმციმა სიგნალების გამოყენება 200-ის ნაცვლად 2 000 ლარით დაჯარიმდება"

633dd4bbc198f
ალა ისპირიანი
05.10.22 23:00
9370
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

ცვლილებები სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას, ხმაურის რეგულირების საკითხს, დამუქებული მინებისა და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებას შეეხება.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია დადგენილი წესის დარღვევით, 50-ის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას  გამოიწვევს. ხოლო ციმციმა სიგნალების გამოყენება დადგენილი წესის დარღვევით, 200 ლარის ნაცვლად 2 000 ლარით დაჯარიმდება.  

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები