მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დამზადებულია ნედლი რძისგან“ - დღეიდან რძის ინდუსტრიისთვის ახალი წესები ამოქმედდა

5f9e6a442dfb3
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.20 12:01
1484
რძის პროდუქტების მწარმოებლებისა და რეალიზატორებისთვის ახალი წესები ამოქმედდა.

საქართველოს მთავრობის 30 ივლისის დადგენილებით „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი დამზადებულია ნედლი რძისგან, ბაზარზე არსებულ რძის ნაწარმის შეფუთვაზე ხედვის ძირითად არეალში სურსათის დასახელებასთან ერთად, მითითებული უნდა იყოს, რომ რძის ნაწარმი „დამზადებულია ნედლი რძისგან“.

აღნიშნული ცვლილება ძალაში დღეიდან შედის.  

ცნობისთვის: რძისა და რძის ნაწარმის შესახებ “ტექნიკური რეგლამენტი“ 2015 წლის 3 აპრილს დამტკიცდა და ძალაში იმავე წლის 1 აგვისტოდან შევიდა. რეგლამენტი მიზნად ისახავს, რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები