მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დასაქმების სააგენტოები საქართველოდან გერმანიაში წასული დასაქმებულების რაოდენობის ზრდაზე მუშაობენ" - ელჩი

62e95aab8369f
თამთა ჯიჯავაძე
02.08.22 22:19
796
გერმანული და ქართული დასაქმების სააგენტოები გერმანიაში წასული ქართველი დასაქმებულების რაოდენობის გაზრდაზე მუშაობენ, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა Caucasian Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოში მუშაობის ოთხი წელი შეაჯამა. 

მისი თქმით, საქართველოს და გერმანიის ხელისუფლებებს შორის ამ საკითხზე თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს.

„მართლაც, საქართველო ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანაა, რომელმაც გერმანიასთან სეზონურად დასაქმებულთა დაქირავების შესახებ შეთანხმება გააფორმა. მისი მასშტაბი წელიწადში რამდენიმე ასეულ დასაქმებულს მოიცავს. გერმანული და ქართული დასაქმების სააგენტოები მუშაობენ გერმანიაში წასული ქართველი დასაქმებულების რაოდენობის გაზრდაზე. ამ პროცესში ჩვენთვის პრიორიტეტულია პროგრამის თითოეული ქართველი მონაწილისთვის გერმანიის შრომის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. როგორც მე ვიცი, გერმანიის და საქართველოს ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა ამ კუთხით ძალიან კარგად მიმდინარეობს“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. აღსანიშნავია, რომ  ქნირშს ელჩის პოსტზე პიტერ ფიშერი შეცვლის, რომელსაც საქართველოში აგვისტოს ბოლოს ელიან. 

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში ლეგალურად დროებით დასაქმება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებით გასული წლიდან გახდა შესაძლებელი. თავდაპირველად პროგრამამ საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, დაახლოებით 1 თვეში შესაბამის პლატფორმაზე 95 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. დასაქმების პროგრამაზე საქათველოდან პირველი ჯგუფი გასული წლის აპრილში გაემგზავრა. მაისში გამგზავრებული ერთ-ერთი ჯგუფის წევრები შრომის მძიმე პირობებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ხელფასს გაცილებით ნაკლებს იღებენ, ვიდრე დაპირება იყო. უფრო მეტიც, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები