მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაველოდოთ საქსტატის ინფორმაციას... იანვარში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება" - პრემიერი

63f351f351f5c
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.23 14:59
719
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანას იანვარში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, თუმცა საქსტატის ოფიციალური მონაცემებს უნდა დაველოდოთ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყანაში ყველა მიმართულებით პოზიტიური დინამიკაა და ეს მისი პრემიერად მოსვლის შემდეგ ორწლიანი მუშაობის შედეგია.

„ბოლო ინფორმაცია რაც სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნდა, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. შემცირდა უმუშევრობა, ასევე სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა, თქვენ ნახეთ, გაეცანით ბოლო მონაცემებს, რომ ვაჭრობა გაზრდილია, ყველა მიმართულებით პოზიტიური დინამიკა გვაქვს... ეკონომიკის ზრდა, ველოდებით იანვრის მონაცემებს, წინასწარი ინფორმაციით, რომელიც მაქვს ფინანსთა სამინისტროდან, თუმცა რა თქმა უნდა, საბოლოო ინფორმაციას უნდა დაველოდოთ სტატისტიკის სამსახურიდან, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება იანვარში. ზოგადად, დინამიკა, რაც იკვეთება, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ წელსაც გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები. ასევე გეტყვით, რომ უმუშევართა რაოდენობაც არის შემცირებული, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ქალაქად და სოფლად, ყველგან არის შემცირებული უმუშევრობა. ეს არის ისტორიული მინიმუმი, როგორც უმუშევრობა, ასევე სიღარიბე. ეს არის ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები