მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეში 10 000 მამალოს დამზადებას შევძლებ" - 14 წლის მეწარმის გეგმები

6298d47714cb5
მარიამ იზორია
02.06.22 23:24
1396
ჯოხიანი კანფეტების მწარმოებელი კომპანია „დორა“ წარმოების გაზრდას გეგმავს.

როგორც bm.ge-ს „დორას“ დამფუძნებელმა 14 წლის გიორგი შეშაბერიძემ უთხრა, წარმადობის გაზრდას 100 000 ლარის ღირებულების დანადგარის შეძენით მოახერხებს და ახლა თუ დღეში 2 000 ჯოხიან კანფეტს ამზადებს, ამ დანადგარით დღეში 10 000-ის მომზადებას შეძლებს.

მისივე თქმით, სამომავლოდ მოლებსა და აეროპორტებში „დორას“ სტენდების დადგმაც განიხილება.

„წარმადობის გაზრდის მიზნით დანადგარის შეძენას ვაპირებ, რომლის ღირებულებაც 100 000 ლარამდეა. ამ დანადგარით დღეში 10 000 ცალი მამალოს დამზადებას შევძლებ, როცა ამ დროისთვის 2 000-ს ვამზადებ. დაგეგმილი მაქვს მარკეტინგული აქტივობებიც. ამასთან, ჯერჯერობით საწარმო და დისტრიბუცია გვაქვს, შემდგომ მოლებსა და აეროპორტებში სტენდების დადგმას ვაპირებ“ - ამბობს „დორას“ დამფუძნებელი.

ცნობისთვის: „დორა“, რომელიც 14 წლის მეწარმემ 9 წლის ასაკში დააფუძნა, 10 სახეობის ჯოხიან კანფეტს აწარმოებს და 700-მდე მაღაზიასა და 4 სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობს. „დორას“ ტკბილეულის ფასები 70 თეთრიდან 2 ლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ „დორამ“ მონაწილეობა პროექტ "შარქ თენქში" მიიღო, საიდანაც 150 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები