მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღის განმავლობაში 2 500-მდე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება ხდება" - როგორ მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა?

64b6fb15c46b5
ალა ისპირიანი
19.07.23 00:45
636

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეკორდული შედეგი აქვს, რადგან დღის განმავლობაში 2 500-მდე მიწის ნაკვეთის აზომვა და დარეგისტრირება ხორციელდება.

„საქართველოში დაახლოებით მილიონი ჰექტარი იყო დაურეგისტრირებელი და მრავალი მეთოდი ვცადეთ, რათა რეგისტრაციის ტემპი გაზრდილიყო. ჯერ მიწის ნაკვეთის აზომვა ხდება და თუ პირი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, შემდეგ მოხდება მისი დარეგისტრირება.

ჩვენ გვაქვს რეკორდული შედეგი, რადგან დღის განმავლობაში, მინიმუმ 2 000 და მაქსიმუმ 2500 მიწის ნაკვეთის აზომვა ხორციელდება და შემდეგ დარეგისტრირება. რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ტემპია. უცხოელი კოლეგებიც გაკვირვებულები არიან, როგორ ახერხებს საჯარო რეესტრი ამდენი მიწის ნაკვეთის აზომვას და რეგისტრაციას.

ეს პროექტი ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან მისი წარმატებით დასრულების შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საკუთრების უფლების რეალიზაციის ხარისხი საგრძნობლად გაიზრდება. ამ პროექტის განხორციელებაში პირადად არის ჩართული პრემიერ-მინისტრი რომელთანაც საკმაოდ ხშირად გვიწევს ანგარიშის წარდგენა პროექტის მიმდინარეობაზე“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ვადებს, რატი ბრეგაძე პროგნოზირებს, რომ 2024 წლის სექტემბრისთვის პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულებული იქნება. 

ინფორმაციისთვის: მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2022 წლის პირველი იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, "რეფორმა მიმდინარეობს სრულიად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ საზღვრებს.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები