მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდი სურვილია, საველე ჰოსპიტლები გავშალოთ, მაგრამ ამას არ ვგეგმავთ"

5fbe4566440fb
ინგა მურუსიძე
25.11.20 15:51
660
ძალიან დიდი სურვილია, რომ საველე ჰოსპიტლები გავშალოთ, მაგრამ ამას არ ვგეგმავთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება და სურვილია საველე ჰოსპიტლებთან დაკავშირებით, რომ გავშალოთ საველე ჰოსპიტლები. თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამას არ გეგმავს, რადგან გვაქვს საავადმყოფოები და კოვიდ-სასტუმროები, სადაც შეგვიძლია მოვიძიოთ დამატებითი რესურსი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები