მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დროა, ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა" - გახარია აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირებაზე

642dcf6d78e1d
BM.GE
05.04.23 23:35
541
ყოფილი პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების: მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.

მისი მოსაზრებით, დროა, ივანიშვილი გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს.

"ბიძინა ივანიშვილმა ''მიაღწია'' იმას, რომ გირგვლიანის მოსამართლის გამო განაჩენი ამერიკამ მას და ''ოცნებას'' გამოუტანა.

ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. დროა, ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა!
ახლა მთავარია, ქვეყნის ევროპული მომავალი არ დაზიანდეს", - წერს იგი.

შეგახსენებთ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მოსამართლეების: მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძის და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები