მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დუბაიში ოფისი გავხსენით... მალე წარმომადგენლობა ლიბანშიც გვექნება" - "აპტოსი"

62c021dfd7398
მარიამ იზორია
02.07.22 21:00
1879
ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით მომუშავე კომპანია „Aptos“-მა მიმდინარე წელს მე-16 ოფისი დუბაიში გახსნა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი სულამანიძე განმარტავს, აღნიშნული ოფისი რეგიონში რამდენიმე ქვეყანაზე იმუშავებს.

მისივე თქმით, წელს Aptos-ი საექსპორტო ქვეყნების რაოდენობას 90-მდე გაზრდის.

„წელს ჩვენი მეთექვსმეტე ოფისი დუბაიში გავხსენით. ის რეგიონში რამდენიმე ქვეყანაზე იმუშავებს. გარდა ამისა, ვაპირებთ საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა 90-მდე გავზარდოთ. ახალ ქვეყნებს შორის არის დუბაი, ლიბია და ლიბანი. ლიბანში სულ მალე ჩვენი ოფისი დაიწყებს ოპერირებას. ამასთან, უახლოეს პერიოდში ბაზარზე ახალ პროდუქტებსაც გამოვიტანთ, რომლებიც მონაკოს დიდ კონგრესზე 14 000 ექიმის წინაშე უკვე წარმოვადგინეთ“ - ამბობს სულამანიძე.

“Aptos”-ის გენერალური დირექტორი და „აპტოსის“ მეთოდისა და ძაფების თანაავტორი კომპანიის საქმიანობაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენასაც აფასებს.

„ომმა, რა თქმა უნდა, როგორც ყველაზე ასევე ჩვენზეც მოახდინა გავლენა, თუმცა ჩვენს ექსპორტში დსთ-ეს ქვეყნების წილი 17%-ს არ აღემატება და კომპანიის ძირითადი მიმართულება ევროპა და აზიაა“, - განმარტავს ის.

ცნობისთვის: „აპტოსის“ ძაფები (გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში სახისა და სხეულის დასაჭიმად) ექსპორტზე მსოფლიოს 83 ქვეყანაში გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები