მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან კეთილი საქმეა... მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს"

6253e0928d697
მარიამ იზორია
11.04.22 12:25
556
“11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის განმარტებით, ექიმი ვალდებული იქნება წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო, დასახელებით გამოწეროს.

პრემიერის თქმითვე, აღნიშნული რეცეპტების გენერიკებით გამოწერის ვალდებულება ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში მოქმედებს.

„ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს, ჩვენს მოქალაქეს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს მისი ვალდებულება იქნება. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, თუ რომელი წამალი შეიძინოს.

გენერიკული რეცეპტების დანერგვით, ექიმებისა და ფარმაცევტების მხირდან არაკეთილსინდისიერ მარკეტინგს, წამლებზე ფასების ხელოვნურ ზრდას და სხვადასხვა რისკს ავიცილებთ. ამასთან, ეს თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის პროცესს დაეხმარება და ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაციას რადიკალურად შეცვლის. რეფორმა ხალხის ჯიბეს წაადგება. ძალიან კეთილი საქმეა და მინდა მადლობა ვუთხრა ჯანდაცვის მინისტრს და ყველას ვინც ამ საქმეში ჩაერთო”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები