მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძირითადი გათვლა ადგილობრივი ბაზარია... ექსპორტის მხრივ კი იაპონიაა საინტერესო" - ორაგულის მეურნეობა

6283c092e106e
მარიამ იზორია
22.05.22 09:30
2239
საქართველოში წარმოებული პირველი ნორვეგიული ორაგული ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდება. საუბარია შეკვეთილში მდებარე კომპანია Guria fish farming-ის პროდუქტზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას საექსპორტო გეგმებიც აქვს. როგორც Guria fish farming-ის დირექტორი ვანო დობორჯგინიძე bm.ge-სთან ამბობს, კომპანიისთვის სასურველი ბაზარი აღმოსავლეთია და მხედველობაში იაპონია აქვთ.

„ექსპორტის მხრივ იაპონია საკმაოდ საინტერესო ბაზარია და აქ კრიტერიუმები ბევრად მკაცრია. სხვადასხვა ქვეყანაზე ვმუშაობთ, მოლაპარაკებებიც გვაქვს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მოსავალი არ მიგვიღია, კონკრეტული შეთანხმებები არ გვაქვს.

ძირითად გათვლას ადგილობრივ ბაზარზე ვაკეთებთ, ეს ფერმა პირველია, რომელიც ზღვის წყალზე გაზრდილ ორაგულს აწარმოებს, შესაბამისად მოთხოვნა ძალიან მაღალი იქნება. ლიდერები ვიქნებით როგორც ხარისხის ასევე ფასის კუთხით, რადგან ამ დროისთვის ორაგულის მხოლოდ იმპორტია შესაძლებელი, ადგილობრივი წარმოება კი შეღავათი იქნება. ამიტომ ბაზრის დაკავება არ გაგვიჭირდება. უახლოეს მომავალში, საწყისად მცირე რაოდენობით, თუნდაც საჩვენებლად, მაგრამ მაინც შევალთ ქართულ ბაზარზე“ - განმარტავს კომპანიის დირექტორი.

ინფორმაციისთვის: Guria fish farming-ის პროექტი ხუთ ეტაპად ხორციელდება. კომპანიის გეგმაში 200 მლნ ლარის ინვესტირებაა. ამასთან, ფერმა საბოლოოდ 5 000 ტონაზე მეტ მოსავალს მიიღებს, პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ კი მოსავალი 700 ტონა ორაგული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები