მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძროხის, კამეჩის და თხის რძის პროდუქტებს ვაწარმოებთ" - "არია"

63a162b4925b9
მარიამ იზორია
25.12.22 20:30
941
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "არია", რომელიც ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა, 55-მდე დასახელების რძის ნაწარმს აწარმოებს. მათ შორის არის ისეთი იშვიათი პროდუქტები როგორიც, მაგალითად, თხის რძისგან დამზადებული იოგურტია. ასევე ყველის სხვადასხვა სახეობა.

როგორც „არიას“ კომერციული დირექტორი თათა ქურხაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, "არიას" თხის ფერმა და საწარმო სამეგრელოში, კერძოდ, მენჯში მდებარეობს. მისივე თქმით, თანამედროვე სტანდარტების საწარმო და ის გარემო, სადაც "არიას" თხები ბალახობენ,  კომპანიის პროდუქციის ხარისხს უზრუნველყოფს.
 
„არიას“ პროდუქცია კომპანიის ბრენდულ მაღაზიაში იყიდება, რომელიც ვაკეში, ირაკლი აბაშიძის 56 ნომერში მდებარეობს.

„ჩვენი თხის ფერმა და რძის გადამმუშავებელი საწარმო, სამეგრელოში, მენჯში მდებარეობს. ის 60 ჰექტარზეა განთავსებული და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ფუნქციონირებს. ადგილზე ვაწარმოებთ ძროხის, კამეჩის და თხის რძის პროდუქტებს. საკმაოდ ბევრი სახეობა გვაქვს, მათ შორის, თხის რძე, თხის იოგურტი, თხის დაძველებული ყველი, ბურატა, მოცარელა, სტრაჩატელა. ქართველი, იტალიელი, შვეიცარელი და ჰოლანდიელი ტექნოლოგების მიერ ერთობლივად შემუშავდა რეცეპტები.

ჩვენი პროდუქტი დამზადებულია ნედლი, პასტერიზებული რძისგან. მოგვენიჭა რძის ნიშანი, რაც იმის ნიშანია, რომ პროდუქცია  ნედლი რძისგან მზადდება", - ამბობს „არიას“ კომერციული დირექტორი". 

თათა ქურხაშვილი კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, პარტნიორი კომპანიებისგან "არიას" პროდუქციის ექსპორტზე გატანის სურვილი უკვე გამოითქვა. 

"სურვილი იმისა, რომ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს, პარტნიორი კომპანიების მხრიდან უკვე გამოითქვა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამისთვის ვემზადებით და გაფართოებასაც ვგეგმავთ“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები