მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძველმა სუფრამ" ახალი ფილიალი გახსნა

61c305aa59c40
მარიამ იზორია
27.12.21 00:12
631
ქართული ორნამენტებით შთაგონებული სახლის დეკორისა და აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია “ძველმა სუფრამ” "აქსის თაუერსში" ახალი ფილიალი გახსნა. ეს კომპანიის რიგით მეორე მაღაზიაა.

როგორც “ძველი სუფრის” დამფუძნებელი გიორგი ალანია bm.ge-სთან აცხადებს, ახალი ფილიალისთვის კომპანიამ 15 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 4 ადამიანი დაასაქმა.

“ეს ჩვენი კომპანიის მეორე მაღაზიაა; ვცდილობთ, ამ მიმართულებით გავფართოვდეთ. გარდა ამისა, უკვე გაზაფულისთვის ჩვენი პროდუქცია "ამაზონზეც" განთავსდება. რაც შეეხება გაყიდვებს, წინასაახალწლო პერიოდის გამო მოთხოვნა გაზრდილია; ჩვენი კონცეფციაც ამ პერიოდს იდეალურად ერგება, რადგან ახალი წელი სუფრასთან ასოცირდება”, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, “ძველი სუფრა” ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მიერ წარმოებული სახლის აქსესუარების ფასი 45-დან 360 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები