ეკონომიკური კრიზისი როდის დამთავრდება არავინ ვიცით და ამ კრიზისში დანაშაულთან ბრძოლაზე უარს ვერ ვიტყვით, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
Bm.ge დაინტერესდა, თუ რა პასუხი ჰქონდა და აქვს მმართველ გუნდს გიორგი გახარიას არგუმენტებზე, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილების აღსრულება მომხდარიყო მაშინ, როცა რისკები დაზღვეული იქნებოდა.
სუბარის თქმით, გიორგი გახარიას გადადგომა პირადად მისთვის ძალიან მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო.
„ქვეყანაში პანდემია არის უკვე ერთი წელია, ხოლო ეკონომიკური კრიზისი როდის დამთავრდება არავინ ვიცით, ამ კრიზისში დანაშაულთან ბრძოლაზე რომ უარი ვთქვათ, არასწორი იქნება. რაც შეეხება მსგავს თემას, ჩვენ ვნახეთ შეჭრა კაპიტოლიუმში, რომელსაც აშშ-ში უწოდეს შიდა ტერორიზმი და არც პანდემია, რომელიც აშშ-შიც ისევე მძვინვარებს, როგორც საქართველოში, არც ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც აშშ-შიც ისევე მძვინვარებს, როგორც საქართველოში, არ გააჩერა პროცესი. ისევე, როგორც არ გაჩერებულა პროცესი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის და ა.შ. სამართლებრივი პროცესი მიდის და იგივეა საქართველოშიც“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.