მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტრომობილების ქარხნის პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები"- ირაკლი ღარიბაშვილი

626d200ddb425
BM.GE
30.04.22 15:35
1712
"ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ელექტრომობილების ქარხნის პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, ამას დაემატა პანდემია და შედეგად, ქარხნის მშენებლობის პერსპექტივამ გადაიწია.

„რაც შეეხება ელექტრომობილების ქარხანას - ეს პროექტი ჩემამდე იყო დაანონსებული. გარკვეული ხარვეზებიც იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ვერ შეიკრა ეს პაკეტი, როგორც უნდა გამოსულიყო. ამას დაემატა პანდემია, გადაწია ეს პერსპექტივა. ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ეს პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2019 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ამოქმედდებოდა. ბახტაძემ მაშინ თქვა, რომ ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე ევროკავშირში 2020 წელს გავიდოდა. 

გეგმის მიხედვით, კომპანია „აიგრუპს“ 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში უნდა აეშენებინა ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო. შესაბამის მემორანდუმს ხელი 2019 წლის მაისში მოეწერა. მაშინ განაცხადეს, რომ ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი უნდა დასაქმებულიყო და საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი უნდა დამზადებულიყო.

"აიგრუპის" პარტნიორს პროექტში ჩინური კომპანია "ჩანგანი" წარმოადგენდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები