მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტრონული რეცეპტების ფართოდ დანერგვას ვგეგმავთ" – რა არის ამისთვის საჭირო?

620b66112f416
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.22 13:33
788
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ელექტრონული რეცეპტების სისტემა აქამდე ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის ფარგლებში გამოიყენებოდა და მისი მასშტაბური ამოქმედებისთვის მთავარია, რომ ყველა ექიმს ელექტრონული რეცეპტების ბაზაზე წვდომა ჰქონდეს.

მარტიდან ელექტრონული რეცეპტის სისტემის ამოქმედების შესახებ გუშინ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს სისტემა კონკურენციას გააძლიერებს.

თამარ გაბუნიამ კი განმარტა, რომ სისტემის ასამოქმედებლად საკონსულტაციო ჯგუფსა და ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული გეგმა აქვს შემუშავებული.

„ელექტრონული რეცეპტის მოდული ჯანდაცვის სამინისტროს მუშა მდგომარეობაში აქვს, რომელსაც ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის ფარგლებში იყენებს. გასული წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში 1 მლნ რეცეპტი გატარდა, ეს რიცხვი იმის მაჩვენებელია რომ სისტემა გამართულად მუშაობს. აქტიური დანერგვისთვის საკონსულტაციო ჯგუფთან კონსულტაციის შედეგად გვაქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული გეგმა, რომელიც ელექტრონული რეცეპტის პრომოციას ითვალისწინებს.

ახლა მნიშვნელოვანია, ექიმი, რომელიც წერს რეცეპტს სარგებლობდეს ამ ბაზით, განსაკუთრებით სოფლად ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე, კომპიუტერებით უზრუნველყოფა ბოლო რამდენიმე ხანში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ამდენად ვფიქრობთ, რომ უმოკლეს ვადაში უფრო ფართოდ იქნება შესაძლებელი ელექტრონული რეცეპტის გამოყენება და შემდეგ იმ მონაცემების ანალიზი, რომელსაც ჩვენ იქ ვნახავთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები