მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგეტიკის დარგი, პრაქტიკულად, საქართველოს ხელში არაა" - რევაზ არველაძე

5f0d7ad2b25a0
ინგა მურუსიძე
14.07.20 15:45
1090
„ეს დარგი (ენერგეტიკა), პრაქტიკულად, საქართველოს ხელში არ არის", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა იმ ორ კანონ-პროექტზე გამოთქვა თავისი მოსაზრება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ორივე შემთხვევაში ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. საკანონმდებლო ინიციატივების მიმართ კი, კრიტიკულადაა განწყობილი ოპოზიცია.

საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთი კანონპროექტის თანახმად, რომლის ავტორები სემეკი და ეკონომიკის სამინისტრო არიან, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, შესაძლოა, გახდეს უფლებამოსილი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოღვაწე კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს.

რევაზ არველაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძის კრიტიკულ რეპლიკას, რომელიც კომპანიის მიერ 5%-იან წილზე მეტის გასხვისების შემთხვევაში, სემეკის ნებართვას შეეხებოდა, რეპლიკითვე უპასუხა:

„თუ თქვენ 5% დაბალ ციფრად მიგაჩნიათ, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ აქ საუბარია 5%-ის და მეტი წილის/აქციების გასხვისებაზე. 5%-ზე მეტი შეიძლება 20% იყოს ან 100%. ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან დარგში ვინ შემოდის?! რომ არ ვიცოდით, მაგიტომ არის, რომ ეს დარგი, პრაქტიკულად, საქართველოს ხელში არ არის. აქედან გამომდინარე, აქაც მიმაჩნია, რომ როგორც გადაცემის, ასევე, განაწილების სფეროში როგორც ენერგეტიკის, ისე, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სფეროში ძალიან კარგად, წინასაწრ უნდა გადავამოწმოთ, ვის შეიძლება გადასცენ თავიანთი აქციები, აქტივები“, - თქვა რევაზ არველაძემ.

რაც შეეხება ელექტრონულ კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, უმრავლესობის დეპუტატი მასაც „ორივე ხელით“ უჭერს მხარს.

„ამ სფეროში სახელმწიფოს წინაშე 10 მილიონიანი დავალიანებები დაუგროვდათ კომპანიებს და ვერანაირად ვერ მოხერხდა, პრობლემის გადაჭრა და არც იყო სწორი ამის მოხერხება, მაგრამ შეუძლია, რომ გათიშოს ეს კომპანიები ან შეუჩეროს ლიცენზია და ა.შ. ეს პრაქტიკა ენერგეტიკის სფეროში არის და ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, მაგალითად, გაზის სექტორში. ამიტომ ვფიქრობ, ამ სფეროში დროებითი მმართველის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა არველაძემ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები