ენგურჰესში წყლის დონე იმდენად კრიტიკულ ზღვარზეა, შესაძლოა, ელექტროსადგურმა 2019 წლის მარტში მუშაობა შეწყვიტოს - ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ რამდენიმე დღის წინ განუცხადა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში ენგურჰესმა და ვარდნილჰესმა 265,056 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა კი 254,333 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიყენა. დღეიდან აფხაზებმა ელექტროენერგიის მოხმარება უნდა შეამცირონ. როგორ გადანწილდება ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია და რა ალტერნატივა შეიძლება ჰქონდეთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს?
სტუმარი: ლევან მებონია - "ენგურჰესის", დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე