მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეპიდვითარება ხელისშემშლელი ფაქტორია როგორც ტურიზმის, ისე ინვესტიციების მიმართულებით"

616d2e1edd557
მარიამ ვარადაშვილი
18.10.21 11:32
508

დღეს, თბილისში სავაჭრო პალატის ორგანიზებით საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი იმართება.

ფორუმზე მონაწილე სლოვაკეთის ბიზნეს დელეგაციას წარმოადგენენ მსხვილი სლოვაკური კომპანიები ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის, სამედიცინო და ნანო ტექნოლოგიების სექტორებიდან. 

სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე, მაგდა ბოლოთაშვილი აცხადებს, რომ სლოვაკეთის ბიზნეს დელეგაციას საქართველოში არსებულ ბიზნესის მხარდამჭერ ღონისძიებებზე აწვდიან ინფორმაციას და ისმენენ მათ საჭიროებებს.

როგორც ბოლოთაშვილი ამბობს რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ბიზნესისთვის ხელისშემშლელია. ამის გამო, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს.

“ამ ეტაპზე საკმაოდ რთული სიტუაციაა პანდემიის თვალსაზრისით და ძალიან მაღალი მაჩვენებელია ავადობის, რაც ხელისშემშლელი ფაქტორია როგორც ტურიზმის, ასევე ინვესტიციების მიმართულებით და ნებისმიერი ბიზნესის წარმოების. როგორც ერთ-ერთი ორგანიზაციის სავაჭრო-სამრეწველი პალატის წარმომადგენელი, რომელიც ბიზნესის ინტერესებს იცავს ქვეყანაში, მოვუწოდებ მოსახლეობასა და ყველა ადამიანს, რომ  გააქტიურდეს ვაქცინაცია,”-აცხადებს ბოლოთაშვილი.