„საქართველოს ბანკსა“ და USAID-ს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. იმის შესახებ, თუ რას მოიაზრებს შეთანხმება და რა შედეგბი მოიტანა პროგრამის განხორციელებამ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა გადაცემა "Forbes კვირაში" ისაუბრა.
მისი თქმით, პროგრამა 18 კომპანიის ჩართულობით დაიწყო და აქცენტს, როგორც ექსპორტიორებზე, ასევე იმათზეც აკეთებს, ვინც ფინანების მოპოვებას ცდილობს.
"მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტით დავიწყეთ, 18 კომპანიის ჩართულობით, საიდანაც 11 ექსპორტიორი იყო. მათ წვდომა თითქმის 11 მილიონი ლარის კაპიტალზე ჰქონდათ, ამასთან ამ კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ დაკავშირებულიყვნენ საექსპორტო ბაზერბთან და ემუშავათ იმ პროდუქციაზე, რომელიც საექსპორტო ბაზარზე უნდა გაეტანათ. ძალიან კონკრეტული მხარდაჭერა გავუწიეთ ამ კომპანიებს, რამაც მათ გზა ახალი შესაძლებლობებისკენ გაუხსნა. ჩვენი და საქართველოს ბანკის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და აქცენტს აკეთბს, როგორც ექსპორტიორებზე, ასევე იმათზე, ვინც ფინანსების მოპოვებას ცდილობს ,’’ - განაცხადა მარკ მაკორდმა.
რაც შეეხება პროგრამის უკვე არსებულ შედეგებს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პორგრამის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კომპანიებმა ახალი შესაძლებლობების გამოყენება დაიწყეს და მიღებული შედეგი იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.
"პროგრამამ იმაზე საინტერესო შედეგი მოიტანა, ვიდრე დასაწყისში ველოდით. ერთ-ერთია, რომ ზოგიერთი მონაწილე კომპანია უკვე ექსპორტის მენეჯერებს ქირაობს, რომლებიც საექსპორტო პროცესებს პირდაპირ მართავენ და ბაზლინიკის პროგრამაში არიან ჩართული. შედეგი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ისინი ახალ ბაზრებს ეძებენ და იციან, როგორ შეიძლება ამ ბაზრებზე წვდომის მოპოვება. იმ ბიზნეს პროვაიდერებთან კომუნიკაციებში არიან ჩართული, რომლებთანაც ჩვენ დავაკავშირეთ, ასევე ბიზნესის განვითარების სერვისების საფასურს იხდიან, რაც აქამდე მცირე და საშუალო ბიზნესში დანერგილი ტექნიკა არ იყო, თუმცა ხედავენ, რომ ამ ყველაფერს დადებითი შედეგი აქვს და ამ ურთიერთობის გაღრმავებას ცდილობენ,’’ - აცხადებს მარკ მაკორდი.
კითხვაზე, რა კრიტერიუმით ფასდებიან მონაწილე კომპანიები, მაკორდი ამბობს, რომ შეფასების პროცესში მნიშნველოვანია ის კაპიტალი, რომელზეც ბიზნესს წვდომა აქვს, - პროდუქცია და საექსპორტო შემოსავალი.
"შეფასების კრიტერიუმების ნაწილი, რა თქმა უნდა, არის იმ კაპიტალის რაოდენობა, რომელზეც ამ კომპანიას წვდომა აქვს, ასევე ის პროდუქციაც, რომელიც ექსპორტზე უნდა გაიტანონ და საექსპორტო შემოსავალი. ზოგიერთი კომპანია ამ ეტაპზე მზად არ აღმოჩნდა აღნიშნულ პროცესებში ჩასართავად და ეს ჩვენთვის ერთგვარი გამოცდილებაა, რომელსაც შემდგომში გავითალისწინებთ," - განაცხადა მან და დასძინა, რომ უზბეკეთთან აისიტის სავაჭრო მისიას ატარებენ და ექსპორტის მიმართულებით ტანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარებასაც აპირებენ, რაც შეეხება საბუღალტრო სისტემას, ამჟამად ორასამდე კომპანია მის გაციფრულებას აპირებს.




























