მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეროვნულ სკრინინგ ცენტრში მამოგრაფიის ახალი აპარატი დამონტაჟდა" - რა სახის კვლევები იქნება უფასო?

6346e753b78ea
BM.GE
12.10.22 21:55
1508
თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრის ვარკეთილის ფილიალში მამოგრაფიის ახალი აპარატი დამონტაჟდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მამოგრაფი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, რაც გამოსახულების მაღალ ხარისხს და პროცედურის კომფორტულად ჩატარებას უზრუნველყოფს.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, კომისიის წევრებთან ერთად, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ვარკეთილის ფილიალს ეწვივნენ.

სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ სტუმრებს ფილიალის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და მამოგრაფის ახალი აპარატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, „ჯენერალ ელექტრიკის“ მამოგრაფი ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა საკუთარი სახსრებით, 447 000 ლარად შეიძინა. მსგავსი ტიპის მამოგრაფით თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს მხოლოდ ეროვნული სკრინინგ ცენტრი ემსახურება.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა და კიბოს თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ქალებმა სკრინინგი დროულად ჩაიტარონ.

„ეროვნული სკრინინგ ცენტრის ოთხივე ფილიალი თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი და თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის
ფარგლებში, თანაბარი დატვირთვით ემსახურება მოქალაქეებს“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ
შემდეგი სახის კვლევები: ძუძუს კიბოს სკრინინგი (ქალებმა 40-70 წლის ჩათვლით), საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (ქალებმა 25-60 წლის ჩათვლით), პროსტატის კიბოს სკრინინგი (მამაკაცებმა 50-70 წლის ჩათვლით), მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი (ორივე სქესის წარმომადგენლებმა 50-70 წლის ჩათვლით) და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოკვლევები (ქალებმა 25–70 წლის ჩათვლით).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები