მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს არის მწვანე შუქი ამ კალიბრის ბევრი სხვა ინვესტორისთვისაც" - ნიკა გამყრელიძე Aqualia-ს შემოსვლაზე

627ea43d77357
თამთა ჯიჯავაძე
13.05.22 23:00
2324
”Aqualia-ს შემოსვლა საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგი იყო. პროცესი რთული იყო, რადგანაც ეს მსოფლიოში სიდიდით მეოთხე უმსხვილესი წყლის მიმწოდებელი კომპანიაა”, - ამის შესახებ “საქართველოს კაპიტალის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა გამყრელიძემ გადაცემა “ანალიტიკაში” GWP-სა და მისი მშობელი კომპანია „ჯორჯია გლობალ იუთილითიზის” (GGU) ესპანურ კომპანია Aqualia-ზე გასხვისების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ასეთი მსხვილი კომპანიის დაინტერესება საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნით რთულია და ამ პროცესმა წელიწადზე მეტხანს გასტანა.

“ძალიან მიხარია, რომ ამ ხარისხის ინვესტორმა გადაწყვიტა ჩვენს ქვეყანაში ინვესტირება. მათ $225 მილიონის ღირებულების აქტივი შეიძინეს, ეს არის მწვანე შუქი ამ კალიბრის ბევრი სხვა ინვესტორისთვისაც. ვიდრე ისინი საქართველოში ჩადებდნენ თანხას, მნიშვნელოვანი წინასწარი შეფასება (Due Diligence) გააკეთეს მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე და საბედნიეროდ ჩვენმა ქვეყანამ ეს გაიარა”, - განაცხადა ნიკა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის დეკემბერში „საქართველოს კაპიტალმა“ კომუნალური წყალმომარაგების ბიზნესის 80%-იანი წილის კომპანია Aqualia-ზე მიყიდვის თაობაზე განაცხადა. გარიგების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. GWP-სა და მისი მშობელი კომპანია „ჯორჯია გლობალ იუთილითიზის” გასხვისების შემდეგ “საქართველოს კაპიტალი” აქტივების გამიჯვნის პროცედურებს იწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები