„გვსურს მხარი დავუჭიროთ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების და ამ მასშტაბის ეკონომიკური პროექტის განხორციელების საშუალება საქართველოს მისცა ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ.
„იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩვენმა პოლიტიკურ გუნდმა ენერგეტიკის სფეროში მოცულობით ინვესტიცია და 2000 მგვტ მეტი მოცულობის ახალი პროექტები დააანონსა, გუშინ ევროკავშირის მხრიდან გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორცილებაზე, რომლის მთლიანი ინვესტიცია 2.3 მილიარდი ევროა და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია უმტკიცებს საზოგადოებას, რომ საქართველო, თითქოს, ევროპას დაშორდა და თანამშრომლობა შესუსტდა. წინა წელს, სანამ უკრაინაში რუსეთის აგრესია და ომი დაიწყებოდა, საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.5% და წელსაც, ჩვენს ქვეყნას ასევე აქვს ორნიშნა ეკონომიკური - ზრდა 10. 2 %“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პრემიერის განცხადებებს პასუხობს