საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ" ე.წ აგენტების კანონპროექტის მიღება.
“მნიშვნელოვანი მომენტი გვაქვს, როდესაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით EU-ის გადაწყვეტილებას ველით. ეს ტატუსი რამდენიმე თვის წინ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა და მსგავს გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე ჩვენც ველით. მოგვცეს ევროპული პერსპექტივა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ასეთ ვითარებაში კანონი [ე.წ აგენტების] არსაიდან არის მოსული. ეწინააღმდეგება ყველაფერს, რის გაკეთებასაც ევროკავშირი გვირჩევს. ეს საქართველოს მოსახლეობის, ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღქმულ იქნა, როგორც ანტი-ევროპული კანონი.
კანონპროექტი რომ ინიცირებული იქნა, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ ვეტოს დავადებდი და მხარს ვუჭერდი დემონსტრაციებს, რომლებიც თბილისში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ხელისუფლება დანებდა და გამოაცხადა, რომ კანონპროექტის გაწვევას აპირებდა. ეს არის ბრძოლა, ეს არ არის გზის დასასრული, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, კანდიდატის სტატუსის მისაღებად გავდივართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დროა საქართველოსთვის”, - თქვა ზურაბიშვილმა.




























