მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ნაბიჯი არის სიგნალი ივანიშვილისთვის" - ხაზარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირებაზე

642db858571bc
BM.GE
05.04.23 21:55
514
მამუკა ხაზარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების: მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში საბოლოოდ ამოიწურა ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ".

"დემოკრატიის უკუსვლას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ოპონენტების დევნას, მედიის შევიწროებასა და, საბოლოო ჯამში, რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის გადაყვანას, არც ქართველი ხალხი აპატიებს ვინმეს და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები", - აცხადებს ხაზარაძე.

შეგახსენებთ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მოსამართლეების: მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძის და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები