მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს რუსული მხარის გადაწყვეტილებაა" - ზურაბ აბაშიძე სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

645b8ddec2446
გიგა ბენია
10.05.23 16:29
1149
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე BMG-თან აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის მოხსნასა და ავიარეისების აღდგენაზე რუსეთთან კომუნიკაცია ქართულ მხარეს არ ჰქონია.

"ამ თემაზე ორმხრივი კონსულტაციები ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ეს რუსეთის მხარის გადაწყვეტილებაა, დანარჩენი კომენტარები შემდგომში გაკეთდება",- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
 
დღეს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, საქართველოსთან ავიაემბარგო უქმდება. აღნიშნული ემბარგო 2019 წლის 21 ივნისს დაწესდა, რომლის გადაწყვეტილებაც, რუსეთის მხარემ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიღო. ამის გამო, რუსეთთან ავიამიმოსვლა მესამე ქვეყნების, ძირითადად სომხეთის გავლით ხორციელდებოდა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების ბრძანებას. შედეგად, რუსეთმა საქართველოს სავიზო რეჟიმი გაუუქმა. ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან რუსეთში შესვლასა და გასვლას ვიზების აღების გარეშე შეძლებენ. ვიზები იმ მოქალაქეებისთვის მოიხსნება, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს 90 დღის პერიოდით გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები