მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს საერთო გუნდური გადაწყვეტილებაა“ - ირაკლი ქადაგიშვილი მაჟორიტარად წარდგენაზე

5f15925cb9efa
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.20 17:10
1505
"ეს საერთო გუნდური გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება", - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მიერ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარობის კანდიდატად დღეს წარდგენილმა ირაკლი ქადაგიშვილმა BM.GE-ის კითხვას - რატომ გადაწყვიტა კახეთის რწმუნებულმა დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის ბრძოლა.

„ეს საერთო გუნდური გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება და ჩვენ, როგორც ერთიანი გუნდი, მიზანშეწონილად ვთვლით, რომ ჩემი მოღვაწეობა გაგრძელდეს საპარლამენტო სფეროში და იმედი მაქვს, მოსახლეობა, ამომრჩეველი გაიზიარებს ამ აზრს და მხარს დამიჭერს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, მან კარგად იცის რეგიონის გამოწვევები და შეეცდება, საკანონმდებლო ორგანოდან ხელი შეუწყოს მათ გადაჭრას.

„საკმაოდ კარგად ვიცნობ კახეთის მხარეს და იმ ოთხ მუნიციპალიტეტს, საიდანაც ვარ წარდგენილი. ეს არის თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი, თითქმის 4 წელია ვმუშაობ სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე, ამიტომ დეტალურად ვიცი, როგორც ინფრასტრუქტურული ხასიათის გამოწვევები, ასევე, რა გამოწვევები არის ეკონომიკაში, კონკრეტულად სოფლის მეურნეობა, ტურიზმში - ეს მთავარი მიმართულებებია, ამიტომ ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო დონეზე მომეცემა იმის საშუალება, რომ  გუნდთან ერთად, მივიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც გააძლიერებს თვითმმართველობას. არის ისეთი საკითხები, სადაც თვითმმართველობას სჭირდება რეფორმირება და ახალი ფუნქციების შეძენა. ასევე, რეგიონალური მმართველობის ეფექტიანობის გაზრდისთვის უნდა გადაიდგას ნაბიჯები. მაგალითისთვის, თვითმმართველობას უნდა მიეცეს უფრო მეტი ადმინისტრირების უფლება ქონების და ფინანსების განკარგვის მიმართულებით და ა.შ.“, - უთხრა BM.GE-ის ირაკლი ქადაგიშვილმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები