"ევექსი კლინიკების“ გუნდი უკრაინაში მყოფ მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურებას დისტანციურად გაუწევს. ექიმების ჯგუფი, სპეციალურად ცხელ წერტილში მყოფი ადამიანების საჭიროებების შესაბამისად უკვე გადამზადებულები არიან და იწყებენ პაციენტებისთვის კონსულტაციის გაწევას.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით Ekimo-ს ინიციტივას დავეხმაროთ უკრაინაში მყოფ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებით. "ევექსი კლინიკები” გუნდი დაკომპლექტებულია ოჯახის ექიმებით, პედიატრებითა, გინეკოლოგებით, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ ბავშვებს, ორსულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება ექნება.
EKIMO-ს აპლიკაციის გამოყენებით, პაციენტები შეძლებენ უფასოდ დაჯავშნონ ვიდეო კონსულტაცია ექიმთან, ან ცხელი ხაზის საშუალებით მიიღონ შესაბამისი მომსახურება. კონსულტაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ აპლიკაცია (ჩამოტვირთვის ლინკი - https://ekimo.page.link/6yEU) ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +3808000443440512. კონსულტაციის ჩანიშვნის შემდეგ, სპეციალისტი შერჩეულ დროს დაგიკავშირდებათ", - ნათქვამია "ევექსი კლინიკების" გავრცელებულ ინფორმაციაში.



























