მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ევექსი": რაც მოვახერხეთ, ნამდვილად საამაყოა

5fcf7dcd2a8a0
ინგა მურუსიძე
08.12.20 17:27
727
„ევექსის ჰოსპიტლების" დირექტორი გიორგი მინდიაშვილი აცხადებს, რომ ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა 2-3 კვირის განმავლობაში 1 100 საწოლის გამოყოფა 6 000 გადამზადებული სამედიცინო პერსონალით, აპრილიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდი სრულად მოსამზადებლად რომ არ ყოფილიყო გამოყენებული.

ამის შესახებ „ევექსის ჰოსპიტლების" დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა, პრემიერ-მინისტრთან კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, კლინიკურ სასტუმროებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილია, სამედიცინო მომსახურება და განთავსებულია სხვადასხვა სახის სამედიცინო აპარატურა.

„დღეს გვქონდა ყოველ კვირეული გეგმიური შეხვედრა. ძირითადად შევეხეთ არსებული ჰოსპიტალური რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების საკითხს, რაც გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჰოსპიტალებზე მომაგრებული კლინიკური სასტუმროები, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილია, როგორც სამედიცინო მომსახურება, გარკვეულ დონეზე თერაპიულიც, განთავსებულია სხვადასხვა აპარატურა, რაც მნიშვნელოვანია და სჭირდება პაციენტს. ეს მნიშვნელოვანია, რათა ჰოსპიტალური საწოლები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მძიმე პაციენტებისთვის და ვფიქრობ, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ეს იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, რაზეც მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ მთელი ზაფხულის განმავლობაში არ გაგვიჩერებია ტრეინინგები, ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით 2-3 კვირის განმავლობაში 1 100 საწოლის გამოყოფას, 6 000 გადამზადებული სამედიცინო პერსონალით, რომ არ გამოგვეყენებინა აპრილიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდი და სრულად გადამზადებისთვის არ დაგვეხარჯა, რაც მოვახერხეთ და ნამდვილად საამაყოა", - განაცხადა მინდიაშვილმა.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული ხარვეზებიც, თუმცა ამის გარეშე არც ერთი სხვა საქმე არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები