მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევრობრენდი" ახალ ფილიალს “რუსთავი მოლში“ ხსნის - ინვესტიცია 600,000 ლარია

6463a3d3c2dfb
BM.GE
16.05.23 20:30
1530
მაღაზიათა ქსელი "ევრობრენდი" განაგრძობს გაფართოებას და ახალ ფილიალს 18 მაისს , “რუსთავი მოლში“ ხსნის. როგორც ყველა სხვა ქალაქში ევრობრენდი რუსთავშიც დიდი ფორმატის მაღაზიით იქნება წარმოდგენილი. ევრობრენდმა ახალი ფილიალის გახსნისათვის 600,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 15 ადამიანი დაასაქმა . კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა კი აღემატება 165 ადამიანს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ ევრობრენდის ლოიალური მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია რაც განპირობებულია ბრენდების მრავალფეროვნებით რომელიც -70% მდე ფასდაკლებით არის წარმოდგენილი, დიდი არჩევანით და დაბალი ფასებით.

მიმდინარე წელს ევრობრენდი კვლავ აანონსებს ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე ფილიალის გახსნას. კომპანიის წარმომადგენელის განცხადებით მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ქვეყანაში უკვე არსებულ და მშენებარე მოლებთან და უახლოეს მომავალში მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება .

ევრობრენდი მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს

ევრობრენდის პირველი მაღაზია საქართველოში 2013 წლის 15 მაისს გაიხსნა თბილისში სპორტის სასახლეში ამჟამად ევრობრენდი 9 დიდი ფორმატის მაღაზიით არის წარმოდგენილი : თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი , რუსთავი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები