მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპულ გზაზე წინ მივიწევთ" - ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

63c9397f3f8d8
BM.GE
19.01.23 16:35
565
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანის შეხვდა.

დავოსში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები იყო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები.

ხაზი გაესვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იოჰანეს ჰანის საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შევხვდი. განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. საქართველო ევროპულ გზაზე წინ მიიწევს”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა.