მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დავარწმუნე..." - ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრას ეხმაურება

6124b4eb7ffaa
BM.GE
24.08.21 12:54
1687

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება.

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება.

მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია, ხოლო დარჩენილ ნაწილზე მუშაობას მტკიცედ ვაგრძელებთ”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, ღარიბაშვილთან შეხვედრას მანამდე "ტვიტერში" შარლ მიშელი გამოეხმაურა:

"პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილთან ლაპარაკისას ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები