მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფელამუშიტომ" ახალი ფილიალი გახსნა

61b0acd15b663
მარიამ იზორია
09.12.21 00:40
1253
12-მდე სახეობის ცხელი და ცივი ფელამუშის დესერტების მწარმოებელმა კომპანია „ფელამუშიტომ“ თბილისში, აღმაშენებლის 193 ნომერში ახალი ფილიალი გახსნა.

როგორც "ფელამუშიტოს" დამფუძნებელმა ნინო გოგალაძემ bm.ge-ს განუცხადა, ფელამუშის დესერტები ადგილზე მომზადდება და ობიექტი მომხმარებელს როგორც განთავსების, ასევე გატანის სერვისს სთავაზობს.

„ამ ობიექტზე ჩვენი 12-ივე სახეობის მათ შორის 7 ცხელი და 4 ცივი ფელამუში იქნება ხელმისაწვოდმი და მათ ადგილზევე დაამზადებენ. აღსანიშნავია, რომ პანდემიამ გაგვაჩერა და ეს პერიოდი დახურული ვიყავით, თუმცა ახალ ფილიალთან ერთად კიდევ გაფართოების სხვა გეგმებიც გვაქვს. გვინდა უმოკლეს დროში, ქალაქის მასშტაბით რაც შეიძლება ბევრი ფილიალი გავხსნათ, შემდეგ კი რეგიონებზეც გავიდეთ“, - ამბობს „ფელამუშიტოს“ დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, ფელამუშიტო ამ დროისთვის 13 ადამიანს ასაქმებს. იგეგმება 5 ადამიანის დამატებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები