მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფელამუშიტო" ჩამოსასხმელი ფელამუშის წარმოებას იწყებს

6298d1953c4a1
მარიამ იზორია
06.06.22 00:05
1288
ცხელი და ცივი ფელამუშის დესერტების მწარმოებელი კომპანია „ფელამუშიტო“ ჩამოსასხმელი ფელამუშის წარმოებას იწყებს. როგორც "ფელამუშიტოს" დამფუძნებელი ნინო გოგალაძე bm.ge-სთან ამბობს, "ფელამუშიტო" იტალიურ კომპანიასთან თანამშრომლობს, რომელიც მათთვის ამ აპარატს ქმნის.

მისივე თქმით, მზა ფელამუში აპარატში განთავსდება და დღის განმავლობაში ცხელი და თხელი მასა შენარჩუნდება. "ფელამუშიტო" ჩამოსასხმელ ფელამუშს მომხმარებელს უახლოეს პერიოდში შესთავზებს. ასორტიმენტში რქაწითელისა და საფერავის მიქსი იქნება.

„ჩამოსასხმელი ფელამუშის იდეა იქამდე მქონდა, სანამ ზოგადად „ფელამუშიტოს“ წარმოებას დავიწყებდი. ეს ტექნიკურად ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, ამიტომ იდეის განხორციელება გადავდე. ახლა იტალიურ კომპანიასთან ვთანამშრომლობ, რომელიც ამ აპარატს ქმნის. დანადგარი გავტესტეთ და უახლოეს პერიოდში უკვე მომხმარებელს პროდუქტს შევთავაზებთ. ჩამოსასხმელ ფელამუშებში რქაწითელისა და საფერავის მიქსი გვექნება, ეს იქნება სრულიად განსხვავებული გემო", - ამბობს ის.

"ფელამუშიტომ“ ახალი ფილიალი სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ გახსნა. კომპანიამ 5 თანამშრომელი დაიმატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები