მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფერმიდან მიდიებს გვპარავენ...მხოლოდ 4 ტონამდე პროდუქტი მივიღეთ, როცა 20 ტონას ველოდებოდით - "Maricultura Georgia”

63049af41a208
მარიამ იზორია
24.08.22 10:10
15898
კომპანია “Maricultura Georgia”, რომელიც მიდიებსა და ხამანწკებს 2017 წლიდან კვარიათში, ზღვაში, აკვაფერმაში აწარმოებს, პროდუქციის დაცვას ვერ ახერხებს. საქმე ისაა, რომ ფერმიდან მოსავლის მოპარვის შემთხვევები მოხშირდა. 

როგორც BM.GE-სთან “Maricultura Georgia”-ს დამფუძნებელი მამუკა მიქაშავიძე ამბობს, პრობლემა კანონმდებლობაშია, რადგან იურიდიული ბაზა არ არსებობს, რომელიც წყალში არსებული პროდუქციის დაცვას უზრუნველყოფს, შედეგად კი დიდი პოტენციალის მქონე ინდუსტრია საქართველოში ვერ ვითარდება.

მისივე განმარტებით, წელს ბაზარი მხოლოდ 4 ტონამდე მიდიებითა და ხამანწკებით მოამარაგეს, მაშინ, როდესაც დაახლოებით 20 ტონამდე მოსავალს ელოდებოდნენ, თუმცა პროდუქტის დაცვა ვერ მოხერხდა.

მამუკა მიქაშავაიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ინდუსტრიის განვითარების მიზნით, ხმელეთზე არაერთი ინვესტიცია გაახორციელეს, მათ შორის, თბილისში  შოკური გაყინვის მაცივრებით ქარხანა ააშენეს, თუმცა ზღვაში პროდუქტზე კონტროლი არ არსებობს.

„ფერმიდან მოსავალს გვპარავენ, ჩვენ კი იურიდიული ბაზაც არ გვაქვს, რათა ჩვენი პროდუქცია დავიცვათ. არ არის კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ამაზე რეაგირებას მოვახდენთ, სერიოზული ზარალი გვადგება, მაგალითად, $240 000-ის ღირებულების წყალქვეშა აღჭურვილობა მოგვპარეს, ასევე 2000 ცალი თოკი, სადაც თითოზე მინიმუმ 30 კილოგრამი მიდია იყო მოთავსებული. სწორედ ამიტომ თთ. ექსპორტზეც დიდი მოთხოვნაა, თუმცა რაოდენობებს ასე ვერ დავაკმაყოფიელბთ.

გვინდა საქართველოში ამ მიმართულებით ინდუსტრიული წარმოება შევქმნათ, ქვეყანას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის ახალი შოკური გაყინვის ქარხანა ავაშენეთ, სადაც მიდიების გადამუშავება, გაყინვა მიმდინარეობს, თუმცა ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი მოსავლის დაცვა შევძლოთ. ხმელეთზე, რაც საჭირო იყო ყველაფერი გავაკეთეთ, ახალი ინვესტიციები ჩავდეთ, მაგრამ ზღვაში ვერაფერს ვაკეთებთ, რადგან კონტროლი არ გვაქვს“ - ამბობს „Maricultura Georgia“-ს დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები