მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გალერია თბილისში" ახალი ბრენდი Marc O’Polo გაიხსნება

6425627680970
BM.GE
30.03.23 13:20
1359
"გალერია თბილისი" მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, სადაც 140-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდია წარმოდგენილი. სულ ცოტა ხნის წინ "გალერია თბილისში" გაიხსნა ისეთი პრემიუმ ბრენდები, როგორიცაა: Pal Zileri, Hackett, Pinko, Patrizia Pepe, Elisabetta Franchi, Scoch&Soda.

2 აპრილს "გალერია თბილისში" გაიხსნება კიდევ ერთი ახალი შვედური ბრენდი Marc O’Polo. აღსანიშნავია, რომ "გალერია თბილისში" გახსნილი Marc O’Polo-ს მაღაზია უნიკალური სკანდინავიური სტუდიოს კონცეფციის იქნება. მსგავსი კონცეფციის ობიექტი ბრენდს მხოლოდ 3 ქვეყანაში აქვს წარმოდგენილი.

მაღაზიაში დაგხვდებათ გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია.

„უახლოეს მომავალში "გალერია თბილისში" კვლავ იგეგმება ისეთი ბრენდების შემოყვანა, რომელიც ამ დრომდე საქართველოს ბაზარზე არ არიან წარმოდგენილნი“ - აცხადებს "გალერია თბილისის" კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი ნინი ადუაშვილი.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები