მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გამოდით თქვენს მოედნებსა და ქუჩებში" - ზელენსკი მსოფლიოს საჯარო პროტესტისკენ მოუწოდებს

623bdc1940c05
BM.GE
24.03.22 02:40
734
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის თავზე მსოფლიოს ქვეყნებს საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდებს. როგორც ცნობილია, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 მარტს, გამთენიისას შეიჭრა. 

,,რუსეთის ომი არ არის ომი, მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. მისი მნიშვნელობა გაცილებით ფართოა. რუსეთმა ომი თავისუფლების წინააღმდეგ დაიწყო. ეს მხოლოდ დასაწყისია რუსეთისთვის. რუსეთი ცდილობს, ევროპის ევროპის ყველა ადამიანის თავისუფლება დაამარცხოს, მსოფლიოს ყველა ადამიანის თავისუფლება. ის ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ მხოლოდ უხეშ და სასტიკ ძალას აქვს მნიშვნელობა.

მსოფლიომ რუსეთი უნდა შეაჩეროს, მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი. უკვე ერთი თვე, ამდენი ხანი. ეს მე და ყველა უკრაინელს, პლანეტის ყველა თავისუფალ ადამიანს გულს გვწყვეტს. გამოდით თქვენს მოედნებსა და ქუჩებში, გახადე საკუთარი თავი შესამჩნევი, თქვით, რომ ადამიანი მნიშვნელოვანია, თავისუფლება მნიშვნელოვანია, მშვიდობა მნიშვნელოვანია, უკრაინა მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზელენსკიმ  ვიდეომიმართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები