მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოვაცხადეთ მობილიზება იმ სამედიცინო პერსონალის, რომელიც სისტემიდან გასულია ან პენსიაზეა" – გახარია

5fa587ec8ffe0
BM.GE
06.11.20 22:10
1012
ეს სწორედ კლინიკური მართვის ახალი მექანიზმია, რომელზეც მე უკვე ვისაუბრე თუმცა მანდ არსებობს რამდენიმე სუსტი წერტილი. პირველი რიგში რა თქმა უნდა ეს არის არა საწოლების რაოდენობა, არამედ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და მათი ინფიცირების ხარისხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობაზე სახალხო დამცველის განცხადებას შეეხებოდა.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რაოდენობა არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც იზრდება, ეს გამოწვევაა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ.

„ჩვენ დღეს უკვე გამოვაცხადეთ საყოველთაო მობილიზება იმ სამედიცინო პერსონალის, რომელიც სისტემიდან გასულია ან პენსიაზეა. ახალგაზრდების, მაღალი კურსის სტუდენტების, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს, დაწყებულია უკვე სრული მობილიზება ჯანდაცვის სექტორის იმ თანამშრომლების, რომელსაც პოტენციურად შეუძლია ის ჩავარდნები, რომელიც პერსონალის ნაწილში გაგვაჩნია ამოვავსოთ. მოგეხსენებათ, რომ დღეს ყველაზე მარალი რისკის შემცველები არიან სამედიცინო პერსონალის, რომელთა ინფიცირების რაოდენობა არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში იზრდება ეს გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ. ამიტომ ჩვენ ვალაგებთ ახლა ამ პროცესს, პროცესი გადადის უკვე ბევრად უფრო ეფექტურ რეჟიმში და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში მსგავსი პრობლემები აღარ იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები