მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გარდა ლოკოკინების ქარხნის გახსნისა, რა გააკეთეთ ბოლო 2 კვირაში?” - დეპუტატი პრემიერს მიმართავს

62b3234c2e1f9
სალომე მეცხვარიშვილი
22.06.22 18:09
1144
დეპუტატი და პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური პრემიერმინისტრისგან კონკრეტულ პასუხს ითხოვს, რა ნაბიჯები გადადგა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის სხვა წვერებმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში? ანუ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. საუბარია 9 ივნისს დამტკიცებულ დოკუმენტზე, სადაც საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ იყო საუბარი.

დეპუტატი დაინტერესდა, რა ტიპის შეხვედრები და კომუნიკაცია ჰქონდათ მთავრობის წევრებს ევროკავშირის წარმომადგენლებთან ამის შემდეგ?

“ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის შემდეგ, ანუ ზუსტად 2 კვირის განმავლობაში, პერსონალურად თქვენ და თქვენმა მთავრობამ რა გააკეთა, რა ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა თქვენს პარტნიორებთან ევროპაში, გნებავთ სატელეფონო საუბრები…ვიცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოკოკონების ქარხანა გახსნა. ეს ყველამ ვნახეთ. კონკრეტულად თქვენ და მთავრობის სხვა წვერებმა, გარდა ლოკოკინების ქარხნის გახსნისა, რა გააკეთეთ ბოლო 2 კვირაში?”- ამბობს ანა ბუჩუკური.

მან პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს არ იყო იმ ლიდერის გამოსვლა, რომელიც დღე-დღეზე ევროკავშირისგან ისტორიულ გადაწყვეტილებას ელოდება.

მისივე თქმით, ევროკავშირი აფასებს ქვეყნის მდგომარეობას ბოლო 1 წლის განმავლობაში და არა 10 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებას.

“მთელი თქვენი ანგარიში, ბ-ნო ირაკლი, დაუთმეთ შედარებას ნაცოძრაობის რეჟიმთან. ევროკავშირი არ აფასებს ჩვენს ქვეყანას 10 წლის წინანდელ პროგრესს. ეს არის თქვენი პერსონალური ტრაგედია, რომ ვერ გამოხვედით 2012 წლის რეალობიდან, ჩვენს მოქალაქეებს ბევრად მეტი უნდათ. ევროკავშირი აფასებს იმას, რომ ბოლო 1 წელში ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით განიცადა უკუსვლა. ქვეყანამ, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა ჩემპიონის ლიდერის სტატუსს”,- აცხადებს ანა ბუჩუკური.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები