მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაზპრომი": ახალი გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2" მზადაა

613bae04c0f69
თამთა ჯიჯავაძე
10.09.21 23:09
955
რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომი“ აცხადებს, რომ დაასრულა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა რუსეთიდან გერმანიამდე. ამის შესახებ BBC წერს.

გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვაში გადის მოსკოვის მიერ გერმანიაში ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობას გააორმაგებს და ეს უკრაინის გვერდის ავლით მოხდება.

როგორც BBC წერს, გაზსადენის ასამოქმედებლად, გერმანიის მარეგულირებლის მხრიდან ნებართვის გაცემაა საჭირო, აღნიშნულ პროცესს ოთხ თვემდე პერიოდი დასჭირდება.

ცნობისთვის, ვაშინგტონი შიშობს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას გაზრდის. გარდა ამისა, ეს დააზარალებს უკრაინას, რომელიც რუსული გაზის ტრანზიტისთვის შემოსავალს იღებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ აღნიშნული გაზსადენი „საშიშ გეოპოლიტიკურ იარაღს“ წარმოადგენს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება, თუ გაზსადენს მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები