მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Georgian Airways-ის ოპერირებაზე არანაირი გავლენა არ ექნება" - ავიაციის ექსპერტი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

64a0245976a6c
BM.GE
01.07.23 16:58
472
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი მფლობელი, თამაზ გაიაშვილი დასანქცირდნენ.

საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი, ავიაციის ექსპერტი გიორგი მოლოდინაშვილი bm.ge-სთან საუბარში საკითხის შეფასებისას ამბობს, რომ გადაწყვეტილება ძალიან ცუდია, თუმცა იურიდიულად ავიაკომპანიის ოპერირებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„რეალურად, პრაქტიკულად ავიაკომპანიისთვის არაფერი იცვლება. ბერკეტი არ აქვს ამ სანქციებს. თავად ფაქტი ძალიან ცუდია, რომ ქართული კომპანია დასანქცირდა, თუმცა შედეგის და იურიდიული თვალსაზრისით, აბსოლუტურად არანაირი ზეგავლენა არ იქნება ავიაკომპანიის ოპერირებაზე. მე არ ვიცი ზუსტად ეს სანქცია რას გულისხმობს, სავარაუდოდ, იგულისხმება უკრაინაშ ფრენა და ტრანზაქციები, თუმცა მას საერთაშორისო მასშტაბით ამ სანციას გავლენა არ ექნება ავიაკომპანიაზე“, - განაცხადა მოლოდინაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მოლოდინი არსებობდეს, რომ ქართული ავიაკომპანია საერთაშორისო სანქციებშიც მოხვდეს, ექსპერტი პასუხობს, რომ „თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ამ ეტაპზე ამის შესახებ არაფერია ცნობილი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები