მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გინდათ, ბოლომდე დაიმორჩილოთ ეროვნული ბანკი“ - რომან გოცირიძე

6488491dd6363
BM.GE
13.06.23 14:49
718
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, ვეტოს დაძლევით გაუქმდება საქართველოში დღეს არსებული სავალუტო ფონდის სამწლიანი პროგრამა.

„თქვენ გინდათ ეროვნულ ბანკში გავლენების კიდევ უფრო გამყარება. დღეს არავინ იტყვის, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი, მაგრამ გინდათ საბოლოოდ ეროვნული ბანკი გადააქციოთ იუსტიციის საბჭოდ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გყავდეთ ისეთივე მორჩილი ადამიანი, როგორც მურუსიძეა. გინდათ, ბოლომდე დაიმორჩილოთ ეროვნული ბანკი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი "ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას უყრის კენჭს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები