საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა, რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ დაარეგისტრირა. საკითხზე დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იმსჯელა და ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციას მხარი დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რეგლამენტში შეტანილი ცვლილების შედეგად პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბების საშუალება პოლიტიკური სუბიექტებისა და დეპუტატების ფართო წრეს მიეცა.
მისივე თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, წესდება და ჯგუფის შემადგენლობა შესაბამისობაშია პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებთან. პოლიტიკურ ჯგუფში რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე შედიან.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციის საკითხს.