მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებამ" რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა

6475ff5f6faff
BM.GE
30.05.23 18:11
443
პარლამენტმა პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.  საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან ოპოზიციონერი დეპუტატები - რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე.

ინიციატივის თანახმად, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.

ინიციატორების თხოვნით, კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტს 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები